Შემოდგომა რის შემოდგომაა, კახეთს და რთველს რომ არ ვესტუმროთ და კახურად არ მოვილხინოთ.
( For Scroll Down)
Არ იქნება ბევრი აღმართი
Არ იქნება გრუნტი
Არ იქნება სირთულე
Ყველაზე მშვიდი და ნარნარა ტური 10 სექტემბერს გვექნება
შეკრების ადგილი: ჰიპო ველო
გასვლის დრო: 10 სექტემბერი, 06:30
Თბილისიდან ტრანსპორტით წავალთ გომბორის უღელტეხილისკენ, ჩამოვსხამთ ველოსიპედებს და წინანდლისკენ დავეშვებით
Წინანდალში ჩვენი მასპინძელი, ია დაგვხვდება და ვენახში შეგვიძღვება
Რთველის შემდეგ, ველოსიპედებით (ვისაც გაუჭირდება ტრანსპორტით) დავიძვრებით გურჯაანისკენ მარანში, სადაც საწნახელში ყურძნის დაწურვას ვნახავთ.
Ტური მარტივია, ჯამში 70 კილომეტრის გავლა მოგვიწევს, 480 მეტრი ამაღლებით ( ისეთი არაფერია )
Აბა, ვის უნდა ყურძნის კრეფვა და კაკლის ხის ქვეშ ლხინი?
Ტურის ღირებულება ლარია, რომელშიც შედის:
Ტრანსპორტირება
Ფოტო-ვიდეოს გადაღება
Კაკლის ქვეშ მსუბუქი წახემსება
Ადგილზე დაგვხვდება რთველის ინვენტარი
არ დაგრჩეთ ქუდები, მზისგან დამცავი კრემები და სამოსი, რომელიც მწერებისგან და მცენარეებისგან დაგიცავთ
დაგჭირდებათ:
გამართული ველოსიპედი
ჩაფხუტი
მზისგან დამცავი
განათება
ტურის ბოლოს გვექნება კახური ნადიმი რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 ლარამდე დაგვიჯდება
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ არ გადადო, მოგვწერე და ჩაეწერე ტურზე